logo_geo
eng_logo
ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
- +

23 აგვისტო. 2017. 12:06


ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუთის წინ გადაიფრინა.


ვერტმფრენი ამ წუთებში წყლის ავზს ავსებს, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დაიწყებს.


თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია.


როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner