ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მაგალითიც მოიყვანა. მისი თქმით, საქართველოს ტურიზმი, 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ აყვავდა.
„საქართველოს შესახებ არავინ იცოდა, საშინელი რეპუტაცია გვქონდა. ჩემი პრეზიდენტობის დასასრულს კი, ვიზიტორების დიდი მაჩვენებელი გვქონდა, რადგან საკუთარი ქვეყნის აღმოჩენა დავიწყეთ. საქართველო უკრაინაზე 10-ჯერ პატარაა. მე ბევრი ახალი ადგილი აღმოვაჩინე. ეს ადგილები მანამდეც არსებობდა, მაგრამ მე ისინი ქვეყნისთვის აღმოვაჩინე. მაგალითად, სათაფლიას მღვიმე, სადაც მთავრობის სხდომა მოვაწყვეთ. საქართველოს ხელისუფლების სხდომა მღვიმეში. სტალაგმიტები, სტალაქტიტები, დინოზავრების ნაკვალევი და ეს მსოფლიო ბრენდად იქცა.
როცა ბათუმის შენება და განვითარება დავიწყეთ, სასტუმროს თავზეც ვატარებდით სხდომას. ფოტო უნდა გაჩვენოთ, სადაც შორტებში ვარ და დანარჩენებიც შორტებში არიან. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკრაინის ხელისუფლება შორტებში, რომელიც სხდომას ატარებს?!
უკრაინას ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. საქართველოში ტურიზმის ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ფილოსოფიური გადაწვეტილება მივიღეთ - ან მთელი მსოფლიოს წინაშე უნდა გვეწუწუნა, რომ ოკუპირება მოახდინეს და გვესვრიან, ან ამის შესახებ საერთოდ არ უნდა გვესაუბრა და მხოლოდ პოზიტიური მხარეები წარმოგვეჩინა. ან მომავალზე ვახდენთ ორიენტირებას, ან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი საცოდავი მსხვერპლი ვართ ამ აგრესიის ხელში. ეს მსხვერპლი კი ყველას ყელში ამოუვიდა.
საქართველოში ძველი ქალაქების ცენტრებს ვიგონებდით. მაგალითად, სიღნაღის აშენება გადავწყვიტეთ, მე-16 საუკუნის ქალაქს დავამსგავსეთ და სიყვარულის ქალაქი დავარქვით. მერე კი ხალხი ქორწინდებოდა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.