logo_geo
eng_logo
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სახანძროც მონაწილეობს
- +

23 აგვისტო. 2017. 13:08



შპს „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი სახანძრო ავტომანქანა და კომპანიის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული.


როგორც „კვირას" შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა განუცხადა, ეკიპაჟი ბორჯომში შექმნილ შტაბთან კოორდინირებით მოქმედებს და შესაბამის ლოკაციაზეა მობილიზებული.


„ჩვენი სახანძრო ავტომანქანა იმყოფება ბორჯომის ხეობაში, ადგილზეა ჩვენი კომპანიის ოთხი მეხანძრე-მაშველი და 2 მძღოლი, ჩვენ დავუკავშირდით გამგეობის მიერ სპეციალურად შექმნილ შტაბს და გამოუყვეს ჩვენს ეკიპაჟს თავიანთი სამორიგეო ადგილი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი არ გაღვივდეს და მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ჩვენი სახანძრო ავტომობილი ბორჯომის ხეობაში გუშინ გავაგზავნეთ, ადგილზე ჩასული იყო „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი. მან თავად წარუდგინა შტაბს ჩვენი ეკიპაჟი", - აღნიშნა ვასილ გველესიანმა.

 

ცნობისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა, კვლავ რჩება რამდენიმე კერა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner