წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა, რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.
კერას ვერტმფრენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა, მეხანძრეების თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.
წაღვერის მოსახლეობის ნაწილი სოფელ დაბაში მდებარე საგანგებო შტაბთან მივიდა და დახმარება ითხოვა. მოსახლეობა შტაბისგან მოითხოვს, რომ გაიგზავნოს ბრიგადები და აღმოფხვრან ცეცხლის კერა.