logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილმა მხარი არ დაუჭიროს ოჯახის სიწმინდის დაცვას
- +

20 თებერვალი. 2016. 12:37


 

„ბატონი ბიძინა ქართული ტრადიციებისა და ადათ-წესების ერთგული კაცია და შეუძლებელია, მხარს არ უჭერდეს კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც ოჯახის სიწმინდის დაცვას ემსახურება!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე საუბრისას აცხადებს. როგორც ნიშნიანიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, მას ვერ წარმოუდგენია, რომ ივანიშვილს ამ საკითხზე ვინმემ აზრი შეაცვლევინოს.

 

„ვერც კი წარმომიდგენია, ისეთი რა უნდა მოხდეს და ბიძინა ივანიშვილზე ისეთმა ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა, რომ იგი ამ საკითხის წინააღმდეგ წავიდეს", - აღნიშნა ნიშნიანიძემ.


ომარ ნიშნიანიძე აქვე ვარაუდობს, რომ გიორგი კვირიკაშვილს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ისეთივე პოზიცია ექნება, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა.

 

„იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების დაუშვებლობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც ისეთივე პრინციპული პოზიცია ექნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა!

 

იმედი მაქვს, პარლამენტში დეპუტატების სათანადო რაოდენობა მოიძებნება და კონსტიტუციაში ჩავწერთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!"- განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner