logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ბორჯომის ხეობაში ქარია, რაც ხელს უწყობს კერების გაღვივებას
- +

23 აგვისტო. 2017. 18:11


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია, თუმცა ხანძრის კერები არსებობს და ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს წერტილოვნად წყლის დასხმა, რაც შეიძლება დიდი ინტენსივობით.


მისივე თქმით, რთულია კლიმატური პირობები.


„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ვერტმფრენიდან განგვეხორციელებინა მონიტორინგი, თუ რა მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ პირველ დღეებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია, თუმცა, კერები არსებობს და ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს წერტილოვნად წყლის დასხმა, რაც შეიძლება დიდი ინტენსივობით. თუმცა, ხელს არ გვიწყობს კლიმატური პირობები. ქარია ბორჯომის ხეობაში, რაც უწყობს ხელს კერების გაღვივებას. თითოეული უწყება აქტიურად არის ჩართული, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით მოხდეს ამ კერების ლოკალიზება. არც ერთი უწყება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ თვალსაზრისით ყველაფერი კეთდება მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დაცვის მიზნით. თავდაცვის სამინისტრო მზად არის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი. რელიეფი არის ძალიან რთული და მხოლოდ ცოცხალი ძალის შესაძლებლობაზე არ არის დამოკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, როგორც იყო ატენის ხეობაში. ტექნიკის მუშაობა და კლიმატური პირობების ხელშეწყობაა აუცილებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ მისი ლიკვიდაცია",- განაცხადა ლევან იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner