შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, განიხილება თუ არა ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენის მიზეზებთან მიმართებაში დივერსიის ვერსია, განაცხადა, რომ ყველა ვერსიაზე მუშაობენ.
„ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება ბენზინით სავსე ბიდონს, მინისტრის ინფორმაციით, განმცხადებელი საგამოძიებო უწყებამ უკვე დაჰკითხა.
„გიდასტურებთ, რომ განცხადებით მიმართეს ამის თაობაზე პოლიციას. მე ახლა მთელი ძალებით გადმორთული ვარ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ინფორმაცია მაქვს, რომ განმცხადებელი უკვე დაიკითხა, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.