დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმობებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.
„ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ლიკანში მყოფმა დამსვენებელმა.