logo_geo
eng_logo
კახეთში, სოფელ ზემო ბოდბის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
- +

23 აგვისტო. 2017. 20:34


სიღნაღის სახსნძრო-სამაშევლო სამსახურის უფროსის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, კახეთში, სოფელ ზემო ბოდბის ტერიტორიაზე ხანძარი ხმელ ბალახს გაუჩნდა და 15 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. მისივე თქმით, დასახლებულ ტერიტორიაზე ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს,  ცეცხლი ლოკალოზებულია, თუმცა პრევენციისთვის სიღნაღის სახანძრო ჯგუფი ადგილზე რჩება.


ხანძრის ლოკალიზებას სამი მუნიციპალიტეტის  - ყვარლის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს სახანძრო სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ.


ხსნძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპეტატურა სახელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner