სიღნაღის სახსნძრო-სამაშევლო სამსახურის უფროსის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, კახეთში, სოფელ ზემო ბოდბის ტერიტორიაზე ხანძარი ხმელ ბალახს გაუჩნდა და 15 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. მისივე თქმით, დასახლებულ ტერიტორიაზე ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ცეცხლი ლოკალოზებულია, თუმცა პრევენციისთვის სიღნაღის სახანძრო ჯგუფი ადგილზე რჩება.
ხანძრის ლოკალიზებას სამი მუნიციპალიტეტის - ყვარლის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს სახანძრო სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ.
ხსნძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპეტატურა სახელდება.