logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დაბა ურეკში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა
- +

23 აგვისტო. 2017. 20:57


გუშინ ღამით მომხდარმა სტიქიამ ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში და ლანჩხუთის სოფლებში დააზიანა გზები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები, გარე განათების კონსტრუქციები, მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები.


„დაბა ურეკში ძლიერმა ქარმა და წვიმამ რამოდენიმე ხე წააქცია, დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები. სალიკვიდაციო ღონისძიებები გუშინვე დაიწყო და შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დაზიანებების აღდგენას. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გზები უკვე გაწმინდეს. შედეგების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის. რეგიონის მასშტაბით აღდდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება" , -აღნიშნა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner