წამებისა და გაუპატიურების ფაქტი ქვემო ქართლში - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი ხუთმა პირმა გააუპატიურა.
დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წამებას გულისხმობს.
ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.