logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ გიორგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მოდელით მოქმედებს
- +

12 აპრილი. 2016. 12:34


სალომე ზურაბიშვილი „facebook"-გვერდზე თბილისში Check in Georgia-ს ფარგლებში გასამართ კონცერტებს ეხმაურება. მისი თქმით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი მოდელით მოქმედებს.



რა ვქნა და არ მესმის, რატომ იყო აუცილებელი ამ საარჩევნო პერიოდში იმავე მეთოდებით, რასაც მიგვაჩვია გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ" (სხვათაშორის დღევანდელ მინისტრის და მინისტრის მოადგილის ეასტერნ პრომოშიონის" მეშვეობით !!!) უცხოელი მომღერლების ჩამოყვანით ძვირადღირებული კონცერტების მოწყობით ამის მაინცდამაინც გამეორება? რა საჭიროა ამისთვის 29 მილიონის გაფლანგვა? რა ტურიზმი, რის ტურიზმი? კულტურული ტურიზმი იმას ქვია, როცა შენი კულტურის აღმოსაჩენად ჩამოდის უცხო ქვეყნის მგზავრი... ნუთუ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი რესურსები, ტრადიციული თუ თანამედროვე ხელოვნების, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საინტერესო გავხდეთ მსოფლიოსთვის კარერასის და რობი უილიამსის გარეშე (და ვინ ჩამოვა აქ იმათ მოსასმენლად?).

კიდევ უფრო საკვირველად მიმაჩნია შემდეგი განაცხადი: ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისათვის, მომღერლებისა და მუსიკოს-შემსრულებლებისათვის, მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ, სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი"... იმათ უსასყიდლოდ და იმათ შემოსავალი და საქართველოს ბიუჯეტს აქედან რა მოგება ან საქართველოს კულტურას რა ხეირი? აღარ ვიკითხავ, ეასტერნ პრომოშიონი" აქედან რამე სარგებელს თუ შოულობს, ვიცი, პასუხი არ მეღირსება!

საერთოდ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ან კულტურის მინისტრი მხოლოდ იმ მოდელით აზროვნებს, რაც იყო ნაცების დროს მიღებული... ამ პროგრამას თუ დაუკვირდება ადამიანი, ნათლად ჩანს, რომ ამ უცხოელების ჩამოყვანის (ყველაზე ხარჯიანი) გადასაფარავად მოყვანილია სხვა ღონისძიებები, რომლებიც ისედაც იგეგმებოდა, ან დიდი ხანია ტარდება ქვეყანაში მცირე დაფინანსებით... ეს დაფინანსება არც გაზრდილა, მაგრამ ლამაზად გამოიყურება ასე ჩამოწერილი მრავალი კინო თუ ატრალური ფესტივალი...

საკვირველია, ხელისუფლება რატომ არ ინტერესდება, რაში და როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები (რითაც ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მართლაც შეიძლება საქართველოს კულტურის გასავრცობად)... საზოგადოება კი უნდა ინტერესებოდეს და რატომ დეტალურ პროგრამასთან ერთად არ გვაწვდიან თითო სპეტაკლის თუ ფესტივალის ხარჯთააღრიცხვას... გამჭვირვალეობა ამას ჰქვია....

 

და საერთოდ, ტყუილა რატომ იქმნება ხალხის სალაპარაკო და საქილიკო, როცა მაშტაბური და ქვეყნისთვის სარგებელი საქმე შეიძლებოდა კეთდებოდეს?!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner