logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაცმოძრაობა“ წლებია მოქმედებს ქვეყნის წინააღმდეგ - აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ...
- +

24 აგვისტო. 2017. 00:25


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცმოძრაობა" არ არის ქართული პროექტი. ეს პარტია არის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც წლებია მოქმედებს ქვეყნის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ:

 

1. პარტია რომელიც დივერსიებს აწყობდა 2003 წლამდე.

2. პარტია რომელიც ავტობუსებს აფეთქებდა ხურჩაში

3. პარტია რომელმაც გენოციდი მოუწყო 2003-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობას.

4. პარტია, რომელმაც ჩააბარა სამაჩაბლო და აფხაზეთი რუსეთს.

5. პარტია, რომელმაც დააბრუნა რუსული ბაზები საქართველოში

6. პარტია, რომელმაც 20 000 თურქს მისცა მოქალაქეობა და ნაღმი ჩადო ამით აჭარაში.

7. პარტია, რომელმაც ციხეში ამოხოცა ქართველი ვაჟკაცები

 

8. სწორედ ამ პარტიის მიერ მორიგი დაკვეთის შესრულების მიზნით იყოს ორგანიზებული ის დივრსიები, რომლის შედეგაც ცეცხლის ალშია მოქცეული საქართველო.

 

9. გაიხსენეთ სააკაშვილის მითითებები გვარამიაზე გაისროლეთ გამოისროლეთ, ორსული ქალი მოკალით, ბარიკადები აღმართეთ, სისხლი დაღვარეთ. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ ამაზეც წასულიყვენენ. მათი დევიზი ხომ ,,მიზანი ამართლებს საშუალებესაა", - წერს მჟავანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner