სააგენტო "როიტერის" ცნობით, პორტუგალიაში ზაფხულის ხანძრების შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოსალოდნელი ეპიდემიის შესახებ აცნობა. წელს ხანძრისგან, შარშანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი ტერიტორია განადგურდა. მას შემდეგ, რაც ივნისში 64 ადამიანი დაიღუპა, მთავრობა დადგა მოთხოვნის/ზეწოლის წინაშე, რომ შეიმუშავოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ტემპერატურა 40 გრადუსამდე მიაღწევს ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე სამხრეთ ალგურის რეგიონის ნაწილებში. პრემიერი სამხედროებს და პოლიციელებს შეხვდა და მათ მაქსმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა. ივნისის ტრაგედიის შემდეგ საგანგებო სამსახურები განსაკუთრებულიად მობილიზებულები არიან სოფლების ევაკუაციისთვის. მიუხედავად ამისა, მხოლოდ გასულ კვირას ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. გასულ შაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 268 ადგილზე იფეთქა ცეცხლმა.
მთავრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს სთხოვს წყლის თვითმფრინავებს და დახმარებას. ხუთშაბათს, სანტარემის რაიონში საჭირო გახდა 130 მდე ადამიანის ევაკუაცია. ცეცხლი ლისაბონის ჩრდილო აღმოსავლეთით მძვინვარებდა და მას 1000 ზე მეტი მეხანძრე მაშველი ებრძოდა.
ევროკავშირში წელს 2 პროცენტი განადგურა ხანძრისგან, მათ შორის 1/3 პორტუგალიის ტერიტორიაა.
პორტუგალიაში გვალვამ ქვეყნის 80 პროცენტი მოიცვა.
წელს 140,000 ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც 3 ჯერ მეტია გასული ათწლეულის მაჩვენებელზე. ივნისის შუა რიცხვებში გაჩენილმა ხანძარმა უკვე იმსვერპლა 64 ადამიანის სიცოცხლე და დაშავდა 250 ზე მეტი ადამიანი.
შესაბამისი სამსახურები ვითარების კიდევ უფრო გართულებას ელოდებიან - მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.