logo_geo
eng_logo
რუსეთის ელჩი სუდანში გარდაცვლილი იპოვეს
- +

24 აგვისტო. 2017. 02:02


რუსეთის ელჩი სუდანში, მირგაიას შირინსკი ხარტუმში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეკომპანია „ალ არაბია" ავრცელებს.


ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა რუსეთის ელჩის გარდაცვალება.


როგორც ტელეკომპანია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ელჩის ცხედარი საცურაო აუზში აღმოაჩინეს.


ოფიციალური უწყებები გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner