რუსეთის ელჩი სუდანში, მირგაიას შირინსკი ხარტუმში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეკომპანია „ალ არაბია" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა რუსეთის ელჩის გარდაცვალება.
როგორც ტელეკომპანია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ელჩის ცხედარი საცურაო აუზში აღმოაჩინეს.
ოფიციალური უწყებები გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებენ.