გიორგი კვირიკაშვილი: ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის კერებთან მუშაობა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია.
„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. ასევე მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯნვა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1 500-მდე ცოცხალი ძალა გასულია აქტიური ცეცხლის ზონაში.