ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია.
„რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, საბედნიეროდ, შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები აიღო, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა, ერთეული კერები რჩება. ამიტომ, ჩვენი გუშინწინდელი რეკომენდაცია ბავშვებისა და ქრონიკულად დაავადებული მოზრდილებისთვის მოხსნილია, თუმცა, რჩება იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა",- განაცხადა დავით სერგეენკომ.