logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა
- +

24 აგვისტო. 2017. 10:55

 

 

„ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.


მისი განცხადებით, ხანძრის კერები ბევრია და ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება.


ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს.


„ღამე ქარი არ იყო, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბები არ გაზრდილა. ქარი არც ახლა არის, თუმცა, ხანძრის კერები ბევრია, ტორფი არის გაღვივებული. ჩაქრობა და ცეცხლის ლიკვიდაცია ხანგრძლივი პროცესი იქნება. ერთ და ორ დღეში ეს ვერ დასრულდება იმიტომ, რომ ტერიტორია დიდია და სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

 









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner