logo_geo
eng_logo
დიმიტრი ყიფიანი: ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია
- +

24 აგვისტო. 2017. 11:03


 

„ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.


მისი თქმით, 06:00 საათიდან ვერტმფრენები სწორედ ამ ლოკაციაზე მუშაობენ და ცეცხლის კერებს აქტიურად ასხამენ წყალს.


„არდაგანის ტერიტორია გუშინაც რთულ კერად მიიჩნეოდა. დილიდან ვერტმფრენებით აქტიურად დაიწყო არდაგანის ტერიტორიაზე ცეცხლის ქრობა. ამ ეტაპზე 4 ვერტმფრენი დაფრინავს და ინტენსიურად ასხამს წყალს ცეცხლის კერებს.

06:00 საათიდან ინტენსიურად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, სატყეოს თანამშრომლები და ყველა ძალა, რომელიც ხეობაშია მობილიზებული", - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner