„ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, 06:00 საათიდან ვერტმფრენები სწორედ ამ ლოკაციაზე მუშაობენ და ცეცხლის კერებს აქტიურად ასხამენ წყალს.
„არდაგანის ტერიტორია გუშინაც რთულ კერად მიიჩნეოდა. დილიდან ვერტმფრენებით აქტიურად დაიწყო არდაგანის ტერიტორიაზე ცეცხლის ქრობა. ამ ეტაპზე 4 ვერტმფრენი დაფრინავს და ინტენსიურად ასხამს წყალს ცეცხლის კერებს.
06:00 საათიდან ინტენსიურად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, სატყეოს თანამშრომლები და ყველა ძალა, რომელიც ხეობაშია მობილიზებული", - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.