ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქაცარავას განცხადებით, ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიკური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.
მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან.
„სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიკური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა", - განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელიც რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში მოხალისედ მუშაობს.