logo_geo
eng_logo
მდინარე ამაზონში გემის ჩაძირვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

24 აგვისტო. 2017. 11:23

 

 

ჩრდილოეთ ბრაზილიაში, მდინარე ამაზონში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.


გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 20-მდე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.


„მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე. ეს რთული ტერიტორიაა", - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო გემი „Comandante Ribeiro" დილით ჩაიძირა. გემზე 70 მგზავრი იმყოფებოდა.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner