ჩრდილოეთ ბრაზილიაში, მდინარე ამაზონში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 20-მდე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.
„მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე. ეს რთული ტერიტორიაა", - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო გემი „Comandante Ribeiro" დილით ჩაიძირა. გემზე 70 მგზავრი იმყოფებოდა.