სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიასი შირინსკი თავისი რეზიდენციის აუზში მკვდარი იპოვეს.
„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ 23 აგვისტოს ხართუმში, სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიას შირინსკი გარდაიცვალა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა სუდანის პოლიციის განცხადებით, შირინსკის ჰიპერტონია ჰქონდა.