logo_geo
eng_logo
დუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული
- +

24 აგვისტო. 2017. 12:42

 


დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული.


დუშეთის რაიონის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.


„ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ჩართულები არიან რეინჯერები, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლები. ძალიან დაგვეხმარა ვერტმფრენი. მას შემდეგ, რაც მოხდება ხანძრის კერების ლოკალიზება, სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაერთვება ცოცხალი ძალა", - განაცხადა ვაჟა ჩოხელმა.


მისივე განცხადებით, დღის ბოლოსთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებული იქნება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner