logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს!
- +

12 აპრილი. 2016. 12:51


საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. როგორც სანიკიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ რეფერენდუმის გზით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება უნდა აისახოს კონსტიტუციაში.


„მჯერა, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ქორწინება, პარლამენტის გადასაწყვეტი კი არ უნდა იყოს, არამედ ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.

 

ვთქვათ, დღეს, 113 ხმით მიიღო ოჯახთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შესწორება, მაგრამ მომავალში ისეთი პარლამენტი რომ შეიკრიბოს, რომელიც ამ ცვლილებას გააუქმებს, მერე რას ვშვრებით?! ამიტომაც საკითხი - არის თუ არა ოჯახი მამაკაცისა და ქალის ქორწინება? - პირდაპირ რეფერენდუმზე უნდა გავიდეს და კონსტიტუციაში დაფიქსირდეს არა 113 პარლამენტარის, არამედ სრულიად ქართველი ერის ნება!" - განაცხადა სანიკიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner