logo_geo
eng_logo
26 აგვისტოს საირმეში „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართება
- +

24 აგვისტო. 2017. 13:11



26 აგვისტოს, 17:00 საათზე, კურორტ „საირმეში", მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017"-ის ფარგლებში,  გაიმართება ანსამბლ „შავნაბადას" კონცერტი.


ანსამბლი „შავნაბადა" 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები ანსამბლების „მართვესა" და „ბიჭების" აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და ქართულ საეკლესიო მუსიკას (ვრცლად:

https://www.facebook.com/Shavnabada/)


მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017" კურორტ „საირმეში" ივლისის ბოლოს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.


წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას თავაზობს ქართული მუსიკის მიმართულებით.


ფესტივალის პროგრამა:

26 აგვისტო - ანსამბლი „შავნაბადა";

2 სექტემბერი - ანსამბლი „თბილისი"; 9 სექტემბერი - ანსამბლები „იამე" და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი";

10 სექტემბერი - ანსამბლი „ბასიანი" (ფესტივალის საზეიმო დახურვა).


ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო „საირმე" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner