logo_geo
eng_logo
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

24 აგვისტო. 2017. 14:58



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულები ჯ. ბ. და გ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით და 179-ე მუხლის  მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით. ამავე განაჩენით გ. ნ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ   დაახლოებით 21 საათზე, ძალის გამოყენებით გააღეს 81 წლის ჟ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის კარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ მას და თანხა მოსთხოვეს.  თავდამსხმელებს ჟ.ა.-მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ მას თავისა და სხეულის არეში  მრავლობითი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ბ.  და გ.ნ. დაეუფლნენ ჟ.ა.-ს კუთვნილ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალნენ.


ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა გ.ნ.-მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი გოგონა, რომელთანაც  ნებაყოფლობით დაამყარა  სქესობრივი კავშირი.


სამართალდამცველებმა ჯ.ბ. და გ.ნ. 29 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი  დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, ანგარებით) და 179-ე მუხლის  მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინათ, ხოლო გ.ნ.-ს დამატებით 140-ე მუხლით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირი) წარედგინა ბრალდება. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ბ. და გ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ჯ.ბ.-ს 20 წლით ხოლო გ.ნ.-ს  18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner