საგანგებო შტაბის მიერ ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია.
„სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა. ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ", - ნათქვამია განცხადებაში.