რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 1500-მდე ცოცხალი ძალა, ქართული მხარიდან 60-მდე ერთეული ტექნიკა, ხოლო მეგობარი ქვეყნების მხრიდან 25-მდე ერთეული ტექნიკა არის ჩართული.