logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს
- +

24 აგვისტო. 2017. 16:20


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა და ამჟამად მიმდინარეობს ძველი კერების ლოკალიზება, რომელთა ჩაქრობაც ბოლომდე ვერ მოხდა.


„ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ართულებს სამუშაოებს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე დაემატა 300-მდე ცოცხალი ძალა. ყველაზე პრობლემური ამჯერად კვლავ სოფელ დაბასთან ვითარებაა. აქ მთის ფერდობზე, პრაქტიკულად, ლოკალიზებული იყო ცეცხლი, თუმცა, ის ქარმა გააღვივა. ახალ კერებს რაც შეეხება, ისინი მონიშნული არ გვაქვს იმიტომ, რომ არ არსებობს, თუმცა ძველ კერებზე ვმუშაობთ, რომლებზეც ვერ მოხდა ჯერ ხანძრის ლოკალიზება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


მისივე თქმით, ამჟამად შტაბში საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც მეხანძრე-მაშველებს და სახანძრო სამუშაოებში ჩართულ პირებს დალოცავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner