logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ჩვენ ყველაფერი ერთად გვინდა, მაგრამ ქვეყანა ასე არ შენდება
- +

12 აპრილი. 2016. 13:11


დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ იბერიას" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყენაში ეკონომიკის მდგომარეობა სახარბიელო არ არის, თუმცა ეს მხოლოდ შიდა ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა საგარეო ფაქტორებმაც მოახდინა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.



ქართველი კაცის თვისებაა, რომ ჩვენ ყველაფერი ერთად გვინდა, მაგრამ ქვეყანა ასე არ შენდება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. რაც მთავარია, ტენდენცია მისაღებია და მომავალში ალბათ, გვექნება ისეთი ეკონომიკა, რომელიც ქვეყანას ეკადრება. ბუნებრივია, იყო შეფერხებები ეკონომიკაში და ეს არ არის მარტო შიდა პროცესების ბრალი. საგარეო ფონმა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო, დაარტყა ეკონომიკას, მაგრამ მცდელობა არ დაგვიკლია, რომ წინ წავსულიყავით",- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner