სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სტიქიის ზონაში ჩავიდა.
ბორჯომის ხეობაში, საგანგებო შტაბის ტერიტორიაზე პატრიარქს სასულიერო პირები, პრემიერ-მინისტრი და საგანგებო შტაბის წევრები დახვდნენ.
უწმინდესმა ბორჯომის ხეობაში გახსნილ საგანგებო შტაბში პარაკლისი გადაიხადა.
საგანგებო შტაბის ტერიტორიაზე პატრიარქთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა.