25 აგვისტო აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების დღეა...
აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 139-ე წლისთავთან დაკავშირებით ხვალ, 12 საათზე, ერას მოედანზე აჭარის საზოგადოების ნაწილი იკრიბება, რათა აღნიშნოს ეს ისტორიული, ღირსშესანიშნავი და საამაყო დღე - ამით პატივი მიაგოს დედასამშობლოსთან აჭარის ერთიანობისთვის დამაშვრალი მამულიშვილების ხსოვნას.
ვულოცავთ საქართველოს ამ ისტორიულ და სასიხარულო დღეს!