logo_geo
eng_logo
ლევან ღვინჯილია: სამწუხაროა, როცა ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესზე მაღლა პირად ინტერესს აყენებენ!
- +

20 თებერვალი. 2016. 12:38



შესაძლოა თუ არა, კოალიცია „ქართული ოცნება" დაიშალოს?" - გაზეთ „რეზონანსის" შეკითხვას ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია პასუხობს:

 

„ჩვენ არ ვიცით, რა პრინციპით არის კოალიცია შექმნილი, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ზოგჯერ კოალიციის წევრებს შორის საკმაოდ მწვავე, უხამსი და უხეში გამონათქვამები ვრცელდება.

 

ამასწინათ კოალიციის ერთ-ერთი წევრი თავის კოლეგებს „ბებერ პოლიტიკოს ნიანგებად" მოიხსენიებდა. როცა ასეთ გამონათქვამს მიუსადაგებ შენს კოლეგას, შემდეგ შეხმატკბილებულად როგორ უნდა იმუშაო მასთან, არ ვიცი.

 

სამწუხაროა, როცა ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესზე მაღლა პირად ინტერესს აყენებენ, ასეთი ადამიანებისთვის ზოგადად სტრუქტურა არის გარკვეული თავშესაფარი, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - ამბობს ღვინჯილია.



იხილეთ:


არმაზ ახვლედიანის განცხადება კოლეგებზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=180



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner