logo_geo
eng_logo
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

24 აგვისტო. 2017. 20:43



ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით და ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეიჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ. ხანძარი თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ მეცხვარის დაუდევრობაა.


ხანძრის წინააღმდეგ ფშავ- ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები პირველი დღიდან იბრძოდნენ. გუშინ სამაშველო სამუშაოებში თბილისის, ალგეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც ჩაერთენ.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.


ანდაქის ხეობა ძნელად მისადგომია, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო მანქანების მიყვანა. წყალი სამაშველო ჯგუფის წევრებმა ადგილზე საფეხმავლო გზით აიტანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner