უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მე კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, რომ 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდა 15-ზე მეტი საფრენი აპარატი სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ისმის კითხვა: სად წავიდა და გაქრა ვერტფრენები? მოძველებული იყო, ვერ იტყვიან, რადგან კარგად მახსოვს, საკმაოდ ვარგისიანები იყო... მედიას ვთხოვ, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, ასევე ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ, ვინ, რატომ და სად გააქრო სახელმწიფო ქონება", - წერს თამაზ ბაკურიძე.