logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: 2004 წლამდე აჭარას ჰქონდა 15-ზე მეტი საფრენი აპარატი, სად წავიდა?!
- +

24 აგვისტო. 2017. 21:27



უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე კარგად მახსოვს და სხვებსაც ემახსოვრებათ, რომ 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდა 15-ზე მეტი საფრენი აპარატი სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ისმის კითხვა: სად წავიდა და გაქრა ვერტფრენები? მოძველებული იყო, ვერ იტყვიან, რადგან კარგად მახსოვს, საკმაოდ ვარგისიანები იყო... მედიას ვთხოვ, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, ასევე ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ, ვინ, რატომ და სად გააქრო სახელმწიფო ქონება", - წერს თამაზ ბაკურიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner