logo_geo
eng_logo
„საქაერონავიგაციაში“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა დამონტაჟდება
- +

12 აპრილი. 2016. 13:14


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ" ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა შეიძინა.

„საქაერონავიგაციასა" და იტალიურ კომპანია „S.I.T.T.I. S.P.A"-ს შორის ხმოვანი კავშირის სისტემის (VCS) შესყიდვისა და მისი დანერგვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.



საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში ხმოვანი კავშირის სისტემა უმნიშვნელოვანესია. იმისათვის რომ, უსაფრთხო ფრენები განხორციელდეს, აუცილებელია საიმედო კავშირი მეთვალყურეებს და საჰაერო ხომალდებს შორის, აგრეთვე მეთვალყურეებს და მიწისზედა სამსახურებს და მეზობელ ცენტრებს შორის. ამჟამად შპსსაქაერონავიგაციაში" არსებული ხმოვანი კავშირის სისტემა მოძველებულ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ახალი INDRA- სისტემის დანერგვის შემდეგ, საერთაშორისო რეკომენდაციებს ვეღარ დააკმაყოფილებს. იტალიური კომპანიაS.I.T.T.I. S.P.A"-ის მიერ წარმოებული სისტემის შესყიდვისა და დანერგვის პროცესები ევროკონტროლის ერთიანი ევროპული ცის იმპლემენტაციის (ESSIP) 2015 წლის განვითარების გეგმაში მოცემულ დეტალურ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება", - განაცხადა „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.



ახალი სისტემა საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის სამუშაო პოზიციებზე (თბილისის ძირითადი სისტემა, ქუთაისის სარეზერვო სისტემა და თბილისის ტრენინგ ცენტრი) დამონტაჟდება. იტალიური კომპანიის მიერ წარმოებული სისტემა ინტეგრირებული იქნება საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემის (INDRA) შესაბამის ნაწილში.



უმაღლესი სტანდარტის, ახალი ხმოვანი კავშირის სისტემა შპს „საქაერონავიგაციას" საშუალებას მისცემს, ფრენების უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner