საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „აკროპოლისის თასზე" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად უკვე სერბეთის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 68:66 სძლია.
ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო - 21 ქულით, 14 მოხსნითა და 3 პასით.
ხვალ საქართველოს ნაკრები იტალიის გუნდის მეტოქეა. პირველი შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებს მოუგეს.