შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გლდანში ავტოავარიის შედეგად 12 ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი დაგორდა და შეჯახების შედეგად სხვა ავტომობილები დააზიანა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.