logo_geo
eng_logo
აშშ-ში შეიარაღებულმა კაცმა რესტორანში ათობით მძევალი აიყვანა
- +

24 აგვისტო. 2017. 23:22



აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში, შეიარაღებულმა კაცმა რესტორანში მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაწესებულებაში სავარაუდოდ, 30 ადამიანია.


პრესა, თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ უცნობმა შეიარაღებულმა კაცმა, რომელსაც სამზარეულოს თანამშრომლის ტანსაცმელი ეცვა, რესტორნის შესასვლელი კარი დაკეტა და გამოაცხადა, რომ ის "ჩარლსტონის ახალი მეფეა".


გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაჭრილია. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენობა პოლიციის ალყაშია. სამართალდამცველები დამნაშავესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სთავაზობენ მას პოლიციას ჩაბარდეს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner