აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში, შეიარაღებულმა კაცმა რესტორანში მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაწესებულებაში სავარაუდოდ, 30 ადამიანია.
პრესა, თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ უცნობმა შეიარაღებულმა კაცმა, რომელსაც სამზარეულოს თანამშრომლის ტანსაცმელი ეცვა, რესტორნის შესასვლელი კარი დაკეტა და გამოაცხადა, რომ ის "ჩარლსტონის ახალი მეფეა".
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაჭრილია. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენობა პოლიციის ალყაშია. სამართალდამცველები დამნაშავესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სთავაზობენ მას პოლიციას ჩაბარდეს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.