logo_geo
eng_logo
„კორუფცია, ნეპოტიზმი, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა“ -თამარ სანიკიძის გადაყენების მოთხოვნით აქციები დაიწყო
- +

12 აპრილი. 2016. 13:22


„პეგაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ყოველდღიური აქციები მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრების მთავარი მოთხოვნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაყენებაა. როგორც „პეგაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, მინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ის ეწევა განათლებისა და მეცინერების სისტემაში.



„განათლებას არ უნდა ჰყავდეს ასეთი მინისტრი. კორუფცია, ნეპოტიზმი, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და სამასახურიდან გათავისუფლება - ეს სანიკიძის პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშნებია. დღეს განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით სერიოზული წნეხია. ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ სანიკიძის პოლიტიკას, სამსახურს ატოვებინებენ. არის აგრეთვე უზარმაზარი პრემიები და დანამატები.


 

განათლების სისტემა გადაიქცა პოლიციურ-ძალადობრივ სისტემად. აქციები ჩვენ გუშინ დავიწყეთ. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ დირექტორებმა გააფრთხილეს პედაგოგები, არ შემოუერთდნენ ჩვენს აქციას. ჩვენ მათ არც მოვუწოდებთ ამისკენ, მაგრამ მაინც გააფრთხილეს ისინი...



ასევე ვითხოვთ სქემის გაუქმებას, რომლის შესრულებაზეც არიან გადართულები პედაგოგები, ამ დროს კი მოსწავლე რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ამიტომ სქემა უნდა შეჩერდეს სანიკიძის გადადგომის შემდეგ.

 

ჩვენ ვაპირებთ. გადავიდეთ პროტესტის უფრო მკაცრ ფორმაზე - შიმშილობაზე. პრემიერს დავარწმუნებთ, გადააყენოს ეს ადამიანი თანამდებობიდან", - განაცხადა ფერაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner