საგანგებო შტაბის ცნობით, სტიქიის ზონაში, დღის განმავლობაში მუშაობდა ავიაცია და ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა.
„გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალური თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს.
კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტაბის წევრებმა ვითარება შეაჯამეს და მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა დასახეს", - აღნიშნულია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.