საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, არდაგანის სასაფლაოზე მობილიზებულია მაშველების ჯგუფი.
„იმისათვის რომ ცეცხლი არ გავრცელდეს სასაფლაოზე, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი. ამას გარდა მობილიზებული არიან აზერბაიჯანელი კოლეგებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოებში ჩაერთვებიან", - ამბობს სირაძე.