logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძე: თენგო ცაგურიას ისე არ უცხოვრია, რომ კომპრომატები უფრიალონ...
- +

25 აგვისტო. 2017. 01:39


 

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზის" ირგვლივ მიმდინარე ამბებს ეხმაურება და  ირაკლი პეტრიაშვილს შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:

 

„დაჩი ცაგურიას ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ წლებია არ ვიკვეთებით - მისი კრიტიკაც შეიძლება და ბედკრული რკინიგზის შესახებ საუბარიც, მაგრამ იცით რას ვერ ვიგებ? მამამისის, ხსენება რა შუაშია? კაცს, რომელსაც სამტრედია აფასებს, უყვართ და ეს იქამდე იყო სანამ დაჩი არათუ უწყების პიარი, არამედ სამოქალაქო აქტივისტი გახდებოდა - ბატონ თენგო ცაგურიას ისე არ უცხოვრია, რომ კომპრომატები უფრიალონ - ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მოპოლიტიკოსო სუბიექტებმა თქვენსავე სიტყვებს - ან მტკიცებულებები დადეთ, ან ბოდვებს შეეშვით", - წერს სვანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner