ნავთობის და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნავთობის და გაზის კორპორაციის ოპერატორს მალხაზ ქავთარაძეს, რომელსაც ორი ღამის განმავლობაში არ დაუსვენია, წაღვერში გაუვალ ადგილებზე კორპორაციის ბულდოზერით მუშაობს და სწორედ მისი გაჭრილია ის გზები, რისი მეშვეობითაც მეხანძრეებს საშუალება აქვთ მიუახლოვდნენ ცეცხლის კერებს! ვამაყობ რომ ნავთობ ის და გაზის კორპორაციამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის მძიმე წუთებში
მალხაზ ქავთარაძე მეტსახელად არწივა! კორპორაციის სახელით დიდი მადლობა მას! დღეს დილით საგანგებო შტაბიდან დაურეკეს ხელმძღვანელობას ეს კაცი გმირია სასწაულებს აკეთებს არ შეცვალოთო, არადა ორი ღამე თვალი არ მოუხუჭავს შეუსვენებლივ მუშაობდა!", - წერს ნინო ჯღარკავა.